საგანმანათლებლო გამოფენა “მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ” დასრულებულია
საგამოფენო-საგანმანათლებლო კონკურსი “მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ” დასრულდა!
10-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მასპინძლობდა საგამოფენო-საგანმანათლებლო კონკურსს “მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ”.
პროექტში ჩაერთო 9 სკოლა, მათ შორის რეგიონებიც (დუშეთის მუნიციპალიტეტის სობ. ლამოვანი).
სულ 190 მოსწავლე და 16 პედაგოგი.
შეგახსენებთ, კონკურსი მოიცავდა ორ კომპონენტს:
ესეების კონკურსი და ფოტოკონკურსი.
წარმოგიდგენთ ესეების კონკურსში გამარჯვებულ ჯგუფებს:
თბილისის N122 საჯარო სკოლა:
პედაგოგი: ლალი თამაზაშვილი
მოსწავლეები:
1. ირინა ნათიშვილი
2. სალომე მექვაბიშვილი
3. ანა ბაღათურია
4. ნინი ტურაშვილი
5. ლიზი კახელაძე
6. ნიკა ხაჩიძე
თბილისის N122 საჯარო სკოლა:
პედაგოგი: მაია შაყულაშვილი
მოსწავლეები:
1. ნანა ყალიჩავა
2. მარიამ ცენტერაძე
3. ნუკა გრძელიშვილი
4. ლიკა ძნელაშვილი
თბილისის N199 სკოლა (კომაროვი)
პედაგოგი: ნათია ნაყოფია
მოსწავლეები:
1. მარიამ ჯაფარიძე
2. მარიამ ჩხეიძე
3. მარიამ წურწუმია
4. ნიკოლოზ ცოცხალაშვილი
5. მახო ბირთველიშვილი
გამარჯვებულები ნომინაციაში “ყველაზე გულწრფელი ესე”
მარი ბროსეს სკოლა
1. მარი კიკიშვილი
2. ანასტასია ტყემალაძე
3. მარიამ ვახტანგიშვილი
ფოტოკონკურსში გამარჯვებულები:
თბილისის N199 სკოლა (კომაროვი)
პედაგოგი: დიან არჯევანიძი
მოსწავლეები:
1. ნინო ხაჩიძე
2. ლიზი კავილაძე
3. ანდრია კიკონიშვილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლამოვანია საჯარო სკოლა:
პედაგოგი: გიგა ქორიძე
მოსწავლეები:
1. ნათელა ძებიასაშვილი
2. გიორგი გარიშვილი
3. ბორის ძებისაშვილი
მარი ბროსეს სკოლა
პედაგოგი: ნესტან ბაგაური
მოსწავლეები:
1. საბა ტაკაშვილი
2. ნიკოლოზ კაკულია
3. ლიზი ლომიძე
ასევე, წარმოგიდგენთ საგანამანათლებლო გამოფენის ესეების კონკურსის რამდენიმე გამარჯვებულს:
“დრო გადის, წამი წამს მისდევს, წამი წამს მისდევს, წუთი – წუთს, საათი – საათს, საუკუნე – საუკუნეს… ჩემი არსებობიან საუკუნეები გავიდა და, აი, უკვე ოცდამეერთე საუკუნეა. მას შემდეგ, რაც შოთა რუსთაველმა “ვეფხისტყაოსანი” შექმნა და მე, ავთანდილი, ერთ-ერთ პერსონაჟად ამირჩია, საუკუნეები გავიდა, მაგრამ კვლავაც ცოცხალი ვარ. ირგვლივ ვიხედები და ვამჩნევ, თუ როგორ შეცვალა დრომ მრავალი რამ, მათ შორის ცხოვრების დინებაც, მაგრამ ვხვდები, რომ რაღაცეები უცვლელი რჩება. ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა. ხელნწერთა ეროვნულ ცენტრს გამოფენას ბავშვები ეწვივნენ. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ მოსაწყენი იქნებოდა მათთან შეხვედრა… თითოეულ მათგანს ჩემს როლში ყოფნა ეწადა. ზოგი დაფიქრდა – “ავთანდილობა ერთობ ძნელია” – აღმოხდა ეს სიტყვები; ზოგიც სიყვარულში, მეგობრობასა და თავგანწირვაში მეჯიბრებოდა. გულმხურვალედ ამბობდნენ: “სიყვარული აღგვამაღლებსო…” ერთი ლამაზი გოგონას თვალხატულას ფიქრში შევიჭერი: “ნეტავი, გვერდით მყავდეს ავთანდილის მსგავსი, ერთგული და ჭეშმარიტი მეგობარი და ვიცხოვრო იმ დროში, რომელიც ღრმა უფსკრულით მაშორებს დღევანდელობას, თუმა მათ შორის გადებული ხიდი არც თუ ისე გრძელია. წლები, საუკუნეები გადავთელო და შევერწყა იმ თავგადასავლებითა და სიყვარულით აღსავსე ეპოქას”. მის და მისი მეგობრების თვალებში მეგობრობას, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანობას ვხედავდი. დრო მიქრის, ბევრი რამ იცვლება, თუმცა ხელუხლებელი და უვნებელი რჩება სიყვარული, როგორც უჭკნობი ყვავილი.”
N199 საჯარო სკოლა (კომაროვი)
ავტორები:
მარიამ ჯაფარიძე
მარიამ ჩხეიძე
ნიკოლოზ ცოცხალაშვილი
მახო ბირთველიშვილი
პედაგოგი: ნათია ნაყოფია
თბილისის N122 საჯარო სკოლა:
“… სახეზე ცრემლებს ცივი ქარი მიშრობს, ყინვისგან და ტკივილისგან თვალები მებინდება და ცაზე მხოლოდ ერთადერთი ვარსკვლავი კაშკაშებს, ისე, როგორც ნესტანი ჩემს გულში…
ნუთუ ვერასდროს ვიხილავ ჩემი ცხოვრების სიყვარულს, ნუთუ ვერასდროს შევძლებ ჩავკოცნო, გულში ჩავიკრა ის… ვერასდროს ვეტყვი თუ რამდენად მიყვარს ის.
მახსოვს ის დღე, როდესაც შემიყვარდა, ჩემი გული გაანათა და გაათბო. მეშინია ეს სინათლე და სითბო არ გაქრეს და მის ადგილას სიბნელემ და სიცივემ არ დაისადგუროს…
ეს სიყვარულია, რომელიც მაბედნიერებს და მტანჯავს…“
ავტორები:
ვიკა ბაღათურია
ირინა ნათიშივლი
სალომე მექვაბიშვილი
ანა ბაღათურია
ნინი ტურაშვილი
ლიზი კახელაძე
ნიკა ხაჩიძე
გარდა ამისა, გამოფენის “მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ” ფარგლებში, ჩატარდა ფოტოკონკურსი, შესაბამისად, შეგიძლიათ იხილოთ გამარჯვებულთა ფოტოებიც.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ულოცავს თითოეულ გამარჯვებულს და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას მომავალშიც!