მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი
22 სექტემბერს, 11:00 საათზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018 თბილისის სახელმწფო უნივრსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიხსნა. ფესტივალში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აქტიურადაა ჩართული და საზოგადოებას მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. გახსნის დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კუთხესთან დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდ ეხილას შემეცნებითი პროგრამა “როგორ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნი შუა საუკუნეების საქართველოში”. ასევე ქაღალდის დამზადების პროცესი, დამზადებულ ქაღალდზე ტექსტის გადაწერა ძველი ქართული კალიგრაფიული ნიმუშების მიხედვით, ხელნაწერი წიგნის აკინძვა და მისი შემკობა. აღსანიშნავია რომ აღწერილ პროცესში მნახველს საშუალება ჰქონდა თვითონ საკუთარი ხელით დაემზადებინა ქაღალდი, აღედგინა დაზიანებული ფურცლები.