საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“
2018 წელს სრულდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 60 წელი. ამ თარიღთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2018 წლის 28-30 ივნისს აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“.
კონფერენციის მიზანია: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, საკვანძო პრობლემურ საკითხებზე ფართო სამეცნიერო დისკუსიების ორგანიზება,
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები – ქართველოლოგები და ხელნაწერთმცოდნე-წყაროთმცოდნეები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე დაკავშირებულები არიან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და მათ ქართველოლოგებად ჩამოყალიბებაში განუზომლად დიდია სწორედ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წვლილი.
კონფერენციის თემატიკაა:
- კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია
- წყაროთმცოდნეობა
- არქივთმცოდნეობა
- ხელნაწერი წიგნის ხელოვნება
- ხელნაწერთა რესტავრაცია-კონსერვაცია
კონფერენცია გაიხსნება 28 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.