„გენერალი გიორგი კვინიტაძე – გაცოცხლებული ისტორია“

„გენერალი გიორგი კვინიტაძე – გაცოცხლებული ისტორია“ – ამ სახელწოდების გამოფენა გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ენახა გენერალი გიორგი კვინიტაძის აღდგენილი სამოსი – გენერლის მუნდირი, ორი სამხედრო ფარაჯა, ჩოხა და ახალუხი, ქალიშვილის – ნანო კვინიტაძის ეროვნული კაბა, ასევე სამხედრო მოღვაწის ხელნაწერები, ხატი. ღონისძიებაზე საზოგადოებას წარედგინა ვიდეორგოლიც, სადაც საუბარია საქართველოს ისტორიაში გენერლის როლისა და მისი პიროვნების შესახებ, ასევე პროექტის განხორციელების პროცესზე. გამოფენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოფენას დაესწრნენ დამოუკიდებლობის დღისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოსული ემიგრანტები, რომელთა შორის გენერალ კვინიტაძის შთამომავლებიც იყვნენ. გენერლის შვილიშვილმა, მერაბ ოდიშელიძემ ღონისძიების ორგანიზატორებს ბაბუის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=1857828907606832

გენერალი გიორგი კვინიტაძე - გაცოცხლებული ისტორია

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექცია2007 წელს დაწყებული საქმე 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღდგენილია სრული კოლექცია: გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო მუნდირი, ორი სამხედრო პერანგი, ეროვნული ჩოხა და ახალუხი, გენერლის ქალიშვილის - ნანოს ქართული კაბა, გენერლის მუნდირის ჯიბეში აღმოჩენილი წმინდა გიორგის ხატი. სამოსს რესტავრირება ჩაუტარეს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიის თანამშრომლებმა, ხოლო გულის ჯიბეში აღმოჩენილი ხატი აღადგინეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლებმა.ასევე სამოსის რესტავრაციაში დიდი წვლილი მიუძღვით კალიგრაფებს, მათ მიერ შესრულებული ნამუშევრების აუქციონზე გაყიდვიდან შემოსული თანხით რესტავრაცია ჩაუტარდა გენერლის პერანგს.

Posted by ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts on 2018 წლის 31 მაისი, ხუთშაბათი