„გოგებაშვილის პედაგოგიკა – თანამედროვე გამოწვევები“
Posted at h
in სიახლეები
დაიბეჭდა კონფერენციის „გოგებაშვილის პედაგოგიკა – თანამედროვე გამოწვევები“ მოხსენებათა თეზისები. კრებულში ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენაზე. მოხსენებათა თემატიკა მრავალფეროვანი და აქტუალურია: ქართული ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე, რელიგიის სწავლების თავისებურებები, დაწყებით საფეხურზე უხცო ენის სწავლების მნიშვნელობა, თავისებურებები და პრობლემები, გოგებაშვილისეული „დედა ენა“ დღეს არსებულ „დედა ენასთან“, სამუზეუმო განათლების გამოწვევები და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული თაობა და სხვ. თეზისების ავტორთა შორის არიან სტუდენტები, მეცნიერები, სკოლის პედაგოგები. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილნი არიან პედაგოგები საქართველოს რეგიონებიდან.