უცხოელი ჟურნალისტების ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
Posted at h
in სიახლეები
![11168561_688113084626274_226015776843914804_n](https://manuscript.ge/wp-content/uploads/2018/03/11168561_688113084626274_226015776843914804_n-150x150.jpg)
12 და 13 მაისს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს უცხოელი ჟურნალისტები და გამომცემლები (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი, მაკედონია) ეწვივნენ. უცხოელები საქართველოში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში ჩამოვიდნენ.
ჟურნალისტებსა და გამომცემლებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა და დირექტორმა ბუბა კუდავამ უმასპინძლეს. სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის საცავები და აქ დაცული უნიკალური ხელნაწერები.