ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
26 ნოემბერს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი და საკონსულო განყოფილების უფროსი საბინა ცინგროშოვა. სტუმრები შევხდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თამარ ჭოხონელიძეს და დირექტორის მოადგილეს ზურაბ სამარღანიშვილს. შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე ცენტრის თანამშრომლები: საერთაშორისო ურთიერთობათა, განვითარებისა და საგანმანათლებლო პროექტების დეპარტამენტის უფროსი თამარ ჭუმბურიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი თამარ ჟღენტი, დირექტორის თანაშემწე ვახტანგ კვანტალიანი. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ჩეხეთის საელჩოს შორის. ელჩმა და კონსულმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები და დატოვეს ჩანაწერი შთაბეჭდილებათა წიგნში.
On November 26, 2015, Mr. Tomáš Pernický the Ambassador of Czech Republic to Georgia and Ms. Sabina Cingrošova the Head of the Consulate Service visited The National Centre of Manuscripts. The guests had a meeting with Ms. Tamar Tchokhonelidze the Acting Director of The National Centre of Manuscripts, Mr. Zurab Samarghanishvili the Deputy Director of the National Centre of Manuscripts, Ms. Tamar Tchumburidze the Head of the Department for International Relations, Development and Educational Programs, Ms.Tamar Zhghenti the Head of the International Relations Service, Mr. Vakhtang Kvantaliani the Assistant of the Director. The guests and the representatives of the National Centre of Manuscripts discussed the issues of future partnership between the Czech Embassy and the National Centre of Manuscripts. Mr. Pernický and Ms.Cingrošova became familiar with the collections of manuscripts preserved at the National Centre. At the end of their visit the guests signed the visitors’ book