საგანმანათლებლო ღონისძიება
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა შორენა მურუსიძემ, 17 და 18 ნოემბერს, არასრულწლოვანთა დაწესებულებებში წაიკითხა ლექცია თემაზე „ივანე ნანუაშვილი – საქართველოს ისტორიის უახლესი ფურცლები”
17 ნოემბერი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება (ავჭალა).
18 ნოემბერი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის #8 პენიტენციური დაწესებულების, არასრულწლოვან ბრალდებულთა განყოფილება (გლდანი).