კონკურსის “ქართული კალიგრაფია” რჩეულთა დაჯილდოების ცერემონია
16 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონკურსის “ქართული კალიგრაფია” სამინისტროს რჩეულები დააჯილდოვა.
სამინისტროსთან ერთად რჩეულებს პრიზი გადასცეს კორძაძის საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელმა ზვიად კორძაძემ და ხელოვანმა ქეთი ქავთარაძემ.
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2013 წელს მეოთხედ ჩაატარა კონკურსი ‘’ქართული კალიგრაფია“. შესარჩევ ტურში 1200–მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა 5 კატეგორიაში ( VII-IX კლასები, X-XII კლასები, სტუდენტები, ზრდასრულები და ემიგრანტები). II და III ტურების რთული დავალებების შესრულების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები და ნომინანტები. შეირჩეული 198 ნამუშევრიდან გამოვლინდა 96 რჩეული ნამშრომი. პირველი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, 14 დეკემბერს ჩატარდა კონკურსის მეორე ტური, 22–23 დეკემბერს – მესამე, ხოლო 18 მარტს პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.