კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია
18 მარტს, 12:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში კონკურსის ‘’ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულთადაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2013 წელს მეოთხედ ჩაატარა კონკურსი ‘’ქართული კალიგრაფია“. შესარჩევ ტურში 1200–მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა 5 კატეგორიაში ( VII-IX კლასები, X-XII კლასები, სტუდენტები, ზრდასრულები და ემიგრანტები). II და III ტურების რთული დავალებების შესრულების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები და ნომინანტები. შეირჩეული 198 ნამუშევრიდან გამოვლინდა 96 რჩეული ნამშრომი (პირველი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, 14 დეკემბერს ჩატარდა კონკურსის მეორე ტური, 22–23 დეკემბერს – მესამე, ხოლო 18 მარტს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა).
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და პროკრედიტ ბანკმა ყველა ფინალისტს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ხოლო სხვადასხვა კომპანიამ, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ საკუთარ რჩეულს – პრიზები.
ხუთივე კატეგორიაში ( მოსწავლეები VII-IX და X–XII კლასები, სტუდენტები, ზრდასრულები, ემიგრანტი) გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.
ემიგრანტებიდან საპრიზო ადგილი დაიკავეს:
III ადგილი – იმედა გუგუნაშვილმა (ირანი, ფერეიდანი)
II ადგილი – სირანუშ ჭოველიძე-ბაბახანოვმა (სომხეთი)
I ადგილი – ალექსანდრე მიქაბერიძემ (აშშ)
ჟიურის სიმპათია – ნაირა ჭოველიძემ (სომხეთი)
ზრდასრული დაინტერესებული პირებიდან საპრიზო ადგილი დაიკავეს:
III აგდილი – ფიქრია ჭაბუკიანმა
II ადგილი – ელზა მოსეშვილმა
I ადგილი – ნინო თევზაძემ
ჟიურის სიმპატია: ლელა გაფრინდაშვილი და ინგა ტოპეშაშვილი
სტუდენტებიდან საპრიზო ადგილი დაიკავეს:
III ადგილი – ნათია კაპანაძემ
II ადგილი – გიორგი ყაველაშვილიმ
I ადგილი ნინო ჩხვიმიანმა
ჟიურის სიმპატია : ანი სუბარი, ნონა დავითაია
მოსწავლეებიდან საპრიზო ადგილი დაიკავეს:
კატეგორია X-XII კლასები
III ადგილი _ ანა გელაშვილმა
II ადგილი _ გიგა მონასელიძემ
I ადგილი _ იზა ვიბლიანმა
ჟიურის სიმპატია : გიორგი სისაური, გოგა ჭაბაშვილი, ანა გოგბერაშვილი
კატეგორია VII-IX კლასები
III ადგილი – ვაჟა ერემეიშვილი
II ადგილი _ შალვა თანდილაშვილი
I ადგილი _ ანი ცინდელიანი
ჟიურის სიმპატია: სალომე ჩხვიმიანი, ლექსო ყულიშვილი და სოფო სანიძე.
ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს. ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში საუკუნეთა განმავლობაში ინტენსიურად იქმნებოდა ქართული წიგნი. მონასტრებში მოღვაწე მწიგნობრების შემოქმედებითი ჯგუფები ქმნიდნენ რა ხელნაწერ წიგნებს, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას, წიგნის შესამკობად გამოყენებულ მოხატულ ასოებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს, რომელთა მრავალფეროვნებაში მჟღავნდებოდა ცალკეული წიგნის შემქმნელის ინდივიდუალურობა.
ჩვენს რეალობაში ხელით წერის უძველესი მაღალმხატვრული ტრადიცია ნაკლებად ცნობილი და წახალისებულია. დღეს ბევრი ვერ ხვდება, რაში შეიძლება გამოიყენოს დახვეწილი კალიგრაფია მაშინ, როცა ხელით შესრულებული ნამუშევრები, როგორც ხელოვნების ნიმუშები, საკმაოდ ფასობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
პროექტის საბოლოო მიზანია საქართველოში ხელნაწერი წიგნის შექმნის კულტურის აღორძინება.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხადაჭერისთვის, ყველა კომპანიას, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის.
ჩვენ უკვე ვიწყებთ მზადებას მომდევნო კალიგრაფიის კონკურსისთვის.
მანამდე კი, პერიოდულად შემოგთავაზებთ ყველა კომპანიის ფოტოს და მათ რჩეულებს.