10 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა ”ევროპული წიგნი – საქართველო”. გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ ეროვნული ბიბლიოთეკა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს ეროვნული არქივი. ქართულ-ევროპული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა ევროპის დღეს მიეძღვნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური მასალები: ფოტოები, წიგნები, ხელნაწერები და დოკუმენტები.