,,სული ღმერთს, გული სამშობლოს (ამბროსი ხელაია-150)”
Posted at h
in სიახლეები
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზემში წმ. ამბროსი აღმსარებლის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ,,სული ღმერთს, გული სამშობლოს” – ასე ეწოდა ექსპოზიციას, რომელზეც წმინდანის ქადაგებები, მიმოწერები, ფოტოები, გადასახლებისა და დევნილობის მასალა იქნა წარმოდგენილი. ექსპოზიცია წმინდა პეტრე ჭყონდიდელისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.