დაჯილდოება – საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს N41 დადგენილებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2010 წლის საუკეთესო სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებად დასახელდა.
გამარჯვებული დაწესებულებები მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ დარგების მიხედვით გამოვლინდა.
საბჭოს გადაწყვეტილებით 2010 წლის საუკეთესო კვლევითი დაწესებულებებია:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება);
პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი (საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება);
საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი (სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება);
სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი (მედიცინის განყოფილება);
ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი (ფიზიოლოგიის განყოფილება);
სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი (ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილება);
პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი (გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილება);
ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი (დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება);
ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი (მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილება);
გამარჯვებული სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.