საზაფხულო სკოლა-ქართული დამწერლობა
5 სექტემბერს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართველოლ
ოგიური საზაფხულო სკოლა – ,,ქართული დამწერლობა“ –
ოფიციალურად გაიხსნა.
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
საზაფხულო სკოლა განკუთვნილია ქართული კულტურით, განსაკუთრებით კი ქართული დამწერლობით და ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებულ უცხოელთათვის.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის სურვილი 15 სხვადასხვა ქვეყნიდან 45-ზე მეტმა მსმენელმა გამოთქვა. მათგან შერჩეულია პროექტით გათვალისწინებული 12 სტუდენტი შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, პოლონეთი, გერმანია, რუსეთი, უკრაინა, ლიტვა, ბულგარეთი, იტალია.
პირველი ლექცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესახებ სკოლის მსმენელებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ წაუკითხა.
პროექტი 10 დღეს გასტანს და 15 სექტემბერს დასრულდება.