ერმიტაჟის თეატრში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღინიშნა
Posted at h
in სიახლეები
13 ნოემბერს, ქალაქ პეტერბურგში ერმიტაჟის თეატრში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავი საგანგებო ფესტივალი – ,,რუსთაველის ეპოქა ერმიტაჟში“ ჩატარდა. ,,ერმიტაჟის“ ორგანიზებით გამართულ საღამოზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო ერმიტაჟის გენერალური დირექტორი მ. ბ. პიოტროვსკი, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. ასევე, ტელეჩართვა განხორციელდა თბილისიდან – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, სადაც წამყვანმა სპეციალისტებმა ელენე მაჭავარიანმა, ლელა შათირიშვილმა და თამარ აბულაძემ ისაუბრეს და წარმოადგინეს ცენტრში დაცული ვეფხისტყაოსნის უძველესი ხელნაწერები. საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.