აკადემიკოს მზექალა შანიძის 90 წლის იუბილე
4 თებერვალს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მნიშვნელოვანი თარიღი აღნიშნა – აკადემიკოს მზექალა შანიძის 90 წლის იუბილე. ამასთან დაკავშირებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია ,,ძველი ქართული ფილოლოგია’’ რომლის ფარგლებშიც მოხსენებები წაიკითხეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა. მოხსენება გაკეთდა მზექალა შანიძის მამის უდიდესი მეცნიერის აკაკი შანიძის შესახებ. ასევე მომხსენებლებმა და სხვა სტუმრებმა შეიტყვეს ახალი და საინტერესო ფაქტები აკადემიკოსის ცხოვრებიდან.
პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული, მიზანმიმართულობა, თავდაუზოგავი შრომა ეს ის მახასიათებლებია, რომელთაც აუცილებლად წარმატებისაკენ მიყავხარ და საუკეთესოდ გაქცევს შენს საქმეში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის პირველხარისხოვანი მკველვარი, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის უდიდესი მცოდნე, ქართული ფილოლოგიური სკოლის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი. ეს არის მცირე ჩამონათვალი მზექალა შანიძის საქმინობისა. აკადემიკოსი მზექალა შანიძე საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც თანამედროვეობის თვალსაჩინო მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე, დამსახურებული პედაგოგი და აღმზრდელი.
გამოჩენილი მკვლევარი კვლავაც აქტიურად არის ჩაბმული ქვეყნის მეცნიერულსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მისი სამეცნიერო აქტივობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი სწორედ მკვლევარის შემოქმედებითი ცხოვრების უახლეს პერიოდს ეკუთვნის.