თურქეთის ელჩის ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
Posted at h
in სიახლეები
2016 წლის 21 იანვარს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ მეუღლესთან ერთად ეწვია. სტუმრები შეხვდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს ზაზა აბაშიძეს და დირექტორის მოადგილეს ზურაბ სამარღანიშვილს.
შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და თურქეთის საელჩოს შორის. სტუმრებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები და დატოვეს ჩანაწერი შთაბეჭდილებათა წიგნში.