თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2017
25 მაისს გაიხსნა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2017. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ბევრი საინტერესო გამოცემა წარმოადგინა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან მუშაობს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. ისეთი, როგორიცაა, უძველესი ხელნაწერების ტექსტის გამოცემა, ასევე ცენტრში დაცული სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის პირადი არქივების აღწერა, ისტორიული დოკუმენტების შესწავლა, უძველეს ხელნაწერებში წარმოდგენილი მინიატურების კვლევა, მათი მხატვრული კუთხით შესწავლა და ა.შ. ამ კვლევათა შედეგია გამოცემული წიგნები, რომლებიც მეცნიერებს დახმარებას გაუწევს სამომავლო კვლევებში. გთავაზობთ ფესტივალზე წარმოდგენილი წიგნების სიას: ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია ლექსიკონი 3 – 10,00 ლარი ქართული აგიოგრაფიული ძეგლების სიმფონია ლექსიკონი 3 – 12,00 ლარი იოსებ ფლავიოსი, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი – 10,00 ლარი ილია აბულაძე, ძველ ქართულ -ძველ სომხური ლექსიკონი – 30,00 ლარი საბაწმიდური ოთხთავი ( პალიმფესესტი) 6,00 ლარი მრავალთავი, N23 – 5,00 ლარი მრავალთავი, N24 – 10,00 ლარი პირადი არქივების აღწერილობა 1 – 4,00 ლარი პირადი არქივების აღწერილობა 2 – 4,00 ლარი პირადი არქივების აღწერილობა 3 – 4,00 ლარი პირადი არქივების აღწერილობა 4 – 4,00 ლარი პირადი არქივების აღწერილობა 5 – 4,00 ლარი ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, II – 18,00 ლარი ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი , III – 18,00 ლარი ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, IV – 20,00 ლარი ამბროსი ხელაია – ეპისტოლური მემკვიდრეობა – 5,00 ლარი არაბული ხელნაწერები რუსულ ენაზე – 8,00 ლარი თამარ ოთხმეზური, მაქსიმე აღმსარებელი ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში – 6,00 ლარი ანოტირებული ბიბლიოგრაფია – 3,00 ლარი ზაზა ალექსიძე, ქრისტიანული კავკასია, 1 – 10,00 ლარი ზაზა ალექსიძე, ქრისტიანული კავკასია, 2 – 10,00 ლარი ზაზა ალექსიძე, ქრისტიანული კავკასია, 3 – 15,0 ლარი ზაზა ალექსიძე კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის- 10,00 ლარი ვეფხისტყაოსანი – ხელნაწერი მემკვიდრეობა – 60,00 ლარი ენრიკო გაბიძაშვილი, ჰაგიოგრაფიულ-ჰომილეტიკურ თხზულებათა კრებული – 12,00 ლარი მანანა მაისურეაძე, დროსის წამება – ქართული თარგმანი – 6,00 ლარი ლელა შათირიშვილი, ბასილ ანკვირიელი და მისი თხზულებების ქართული თარგმანი – 7 ლარი ამბავი ერთი ხელნაწერისა , ქართულ-ბერძნული ილუსტრირებული ხელნაწერი, სანკტ-პეტერბურგის კოლექციიდან – 10,00 ლარი ქართული ხელნაწერები (დიდი) ინგლისურად (Georgian Manuscript V-XIX) – 12,00 ლარი ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები – 12,00 ლარი ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები (ინგლისურ ენაზე) – 12,00 ლარი პირთა ანოტირებული ლექსიკონი 5 (სქელყდიანი) – 10,00 ლარი პირთა ანოტირებული ლექსიკონი 5 (თხელყდიანი) – 7,00 ლარი სასაჩუქრე ბარათების კრებული – “სინას მთა , წმ.ეკატერინეს მონასტერი” – 3,00 ლარი სასაჩუქრე ბარათების კრებული – ტაო-კლარჯეთი ხელნაწერი მემკვიდრეობა – 3,00 ლარი სასაჩუქრე ბარათების კრებული – მოქვის სახარება – 3,00 ლარი შეგახსენებთ, რომ ფესტივალი 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.