ცხადდება ვაკანსია განათლებისა და გამოფენების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე

დამსაქმებელი: სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო: 750 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (შტატგარეშე)

 

სამუშაოს აღწერა: ცენტრის კოლექციებში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობისა და ამ დაწესებულებაში ჩამოყალიბებული სამეცნიერო ტრადიციების საფუძველზე საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში თანამონაწილეობა. საჭიროების შემთხვევაში საგამოფენო სივრცეში ექსკურსიების ჩატარება.

 

მოთხოვნები:

აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარული მიმართულების ბაკალავრი/მაგისტრი/დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება: კულტურულ მემკვიდრეობასთან ან საგანმანათლებლო სივრცესთან დაკავშირებულ სფეროში სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება.

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია: – ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (B2 დონის შესაბამისი)

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, PowerPoint, Excell)

 

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
  • უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული მიმართულების ბაკალავრი/მაგისტრი/დოქტორანტი).

 

საკონკურსო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი პირობა:

  • კულტურულ მემკვიდრეობასთან ან საგანმანათლებლო სივრცესთან დაკავშირებულ სფეროში სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება;
  • ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა (B2 დონის შესაბამისი).

 

გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ჩატარდება კონკურსის 2 ეტაპი:

განცხადებების გადარჩევა;

გასაუბრება.

 

დამატებითი იფნორმაციისათვის იხ. დანართი 1

საბუთების მიღება იწარმოებს  2017 წლის 4 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:30 საათამდე, ცენტრის ადამიანური რესურსების მართვისა და მონიტორინგის კოორდინატორთან  მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქუჩა №1/3 ან გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@manuscript.ac.ge.