ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებები მიიღება ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2025 წლის 31 მარტიდან 2025 წლის 11 აპრილის ჩათვლით.
დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 14-15 აპრილი.
გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2025 წლის 16-17 აპრილი.
კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2025 წლის 25 აპრილისა.
თანამდებობის დასახელება: აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1241.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- სპარსულ და ქართულ ხელნაწერთა კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევა;
- სპარსული და ქართული ხელნაწერების აღწერილობაზე მუშაობა (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის ფონდები);
- სპარსული და ქართული ტექსტების სამეცნიერო გამოცემების მომზადება;
- ფილოლოგიური კვლევები;
- ქართულ-სპარსული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების კვლევა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები- დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ძვ. ქართული და სპარსული ენების ცოდნა;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა;
- სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
Powerpoint
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება: კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1093.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ძველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის მომზადება;
- კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული კვლევები;
- პალიმფსესტებზე მუშაობა;
- ძველი აღთქმის წიგნებზე მუშაობა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ძვ. ქართული ენის ცოდნა;
- ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
- ძვ. ბერძნული. ებრაული, სომხური ენების ცოდნა;
- სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- განცხადება
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
- დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
- გამოქვეყნებული 1 ან 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს;
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
- ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტებისა (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა, ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
- ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის შესახებ (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომელთა შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არა უმეტეს 2 გვერდისა);
- ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).