ცხადდება ვაკანსია სამეცნირო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების უფროსის- მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე
სამეცნირო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების უფროსის – მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე
კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებები გამოაგზვნეთ ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2025 წლის 19 თებერვლიდან 2025 წლის 5 მარტის ჩათვლით.
დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 6-7 მარტი.
გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2025 წლის 11-12 მარტი.
კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 მარტისა.
დამსაქმებელი: სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
თანამდებობრივი სარგო: 1604 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა; განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.
ხელნაწერთმცოდნეობის, ჰაგიოგრაფიის, ჰომილეტიკის,ლიტურგიკის დარგში სამეცნიერო და სამცნიერო-ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის და საენციკლოპედიო მასალის შექმნა და გამოქვეყნება.
მოთხოვნები:
აკადემიური ხარისხი დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
ქართული სასულიერო მწერლობის ძეგლების კვლევის, საცნობარო-საენციკლოპედიო შინაარსის ლიტერატურის გამოსაცემად მომზადების გამოცდილება.
სასურველია:
სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა.
ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office
ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- განცხადების ფორმა
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
- დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი სამი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც კონკრეტული მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას.
- ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)