საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ვიზიტი
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი. სტუმარმა დაათვალიერა ცენტრის საცავები, საგამოფენო დარბაზი, მემორიალური კაბინეტები. ცენტრის დირექტორ ზაზა აბაშიძესთან საუბრისას მინისტრის მოადგილემ მიიღო სრული ინფორმაცია, ცენტრის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ. ასევე, განიხილეს ცენტრის საცავებისთვის ახალი შენობის აგების, არსებული შენობის რეაბილიტაციის და ცენტრის სამეცნიერო მუშაობის პერსპექტივების საკითხები. ზაზა აბაშიძემ მადლობა გადაუხადა სამინისტროს მრავალფეროვანი საიუბილეო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.