ცხადდება ვაკანსია აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების  განყოფილების უფროსის- მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების  განყოფილების უფროსის- მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე

საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2023 წლის 13 თებერვლიდან 2023 წლის 24 თებერვლის  ჩათვლით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
  3. საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2023 წლის 27-28 თებერვალი.
  4. გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2023 წლის 6-7 მარტი.
  5. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2023 წლის 17 მარტისა.

თანამდებობის დასახელება:     

აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების  განყოფილების უფროსი- მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:  სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:  1330 ლარი

ადგილების რაოდენობა:   1

სამსახურის ადგილმდებარეობა:   თბილისი

სამუშაოს ტიპი:   სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:                                                                            

განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა და კოორდინაცია,  სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა;  განყოფილებისთვის წლიური გეგმების შედგენა- შესრულებაზე კონტროლი და სამეცნიერო საბჭოსათვის  სათანადო ფორმით წარდგენა; საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო კონკურსებში წარსადგენი პროექტების შერჩევისა და მომზადების კოორდინაცია; გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა.

ძველ აღმოსავლურ და სომხურ ხელნაწერებზე მუშაობა, ფილოლოგიური ძიებანი  მწერლობის სხვადასხვა სფეროში; აღმოსავლური და სომხური ტექსტების კრიტიკული გამოცემის მომზადება; ტექსტების ენობრივ-სტილური მახასიათებლების შესწავლა; ლიტერატურული ურთიერთობების შესწავლა; ტექსტისთვის ლექსიკონისა და დოკუმენტური საძიებლების შედგენა.

 

 

მოთხოვნები:

აკადემიური  ხარისხი დოქტორი/დოქტორთან  გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ  6  წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:                                                              

აუცილებელია:

სომხური/აღმოსავლური  ენის ცოდნა

სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა

 

სასურველია:     

ადმინისტრაციული   ხელმძღვანელობის      გამოცდილება.                                                                       

ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office

ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • განცხადება განაცხადის ფორმა
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების, მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი სამი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც კონკრეტული მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას.
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)