ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნების წარდგენა
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნების წარდგენა.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მაღალ სამეცნიერო დონეზე შესრულებული პუბლიკაციები დასტურია იმისა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ერთ-ერთი უმთავრესი ჰუმანიტარული სამეცნიერო დაწესებულებაა ქვეყანაში, რომელიც მუდმივად მუშაობს ქართველოლოგიური სამეცნიერო სფეროს განვითარებაზე.