უძველესი ანბანის ქვეყანა
16 აპრილს გაიხსნა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრისა და „წინანდლის მამულების’’ ერთობლივი გამოფენა
„უძველესი ანბანის ქვეყანა“.
გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატებს შორის გამორჩეულია ლაილაშის ბიბლია, ეს უნიკალური ექსპონატი კულტურული მემკვიდრეობის
ფასდაუდებელი განძია, X-XI საუკუნეებით დათარიღებულ ამ ხელნაწერს მკვლევრები
შეუფასებელ საგანძურს უწოდებენ, რომლის მსგავსი მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ერთეულია. წინანდლის სამუზეუმო სივრცეში ბიბლიის დიგიტალური ვერსია და მულაჟი
გამოიფინა.
ასევე, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცული რამდენიმე
უმნიშვნელოვანესი ხელნაწერის ასლი და ფაქსიმილური
გამოცემები.
გამოფენა 16 ივნისამდე გაგრძელდება.