სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღება

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

  • საგამომცემლო-სარედაქციო სამსახური
  • წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილება
  • კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილება
  • საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება
  • კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება)
  • არქივმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაოს აღწერა

სტაჟირების კანდიდატმა ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე  განაცხადის ფორმა
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  3. დიპლომის/სერტიფიკატის ასლი/ცნობა სამუშაო ადგილიდან/უმაღლესი სასწავლებლიდან;
  4. ორი ფოტოსურათი (3×4).
  5. სამოტივაციო წერილი

 

სტაჟიორთა კანდიდატების მიღება მოხდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი – სტაჟირების კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და CV-ს საფუძველზე.

მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე.

 

საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ge ან შეგიძლიათ მოიტანოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებაში.

არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.

საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.

 

საბუთების მიღება სრულდება 20 ოქტომბერს