ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
- წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილება
- კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება
წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობრივი სარგო: 750 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საისტორიო დოკუმენტური წყაროების წყაროთმცოდნეობითი კვლევა;
- მონაწილეობა სხვადასხვა საუნივერსიტეტო და სამუზეუმო სამეცნიერო ჯგუფების მიერ დაგეგმილ ეპიგრაფიკულ ექსპედიციებში;
- სამეცნიერო სტატიების მომზადება და პუბლიკაცია;
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ისტორიული დოკუმენტების სტრუქტურისა და ცნებითი ენის ცოდნა.
- ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
- სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი ევროპული ენის ცოდნა.
კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობრივი სარგო: 750 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი:სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ძველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის მომზადება;
- კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული კვლევები;
- პალიმფსესტებზე მუშაობა;
- ძველი აღთქმის წიგნებზე მუშაობა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ძვ. ქართული ენის ცოდნა;
- ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
- ძვ. ბერძნული. ებრაული, სომხური ენების ცოდნა;
- სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
საკონკურსო განაცხადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ac.ge – 2021 წლის 23 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
- საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2021 წლის 8-9 სექტემბერი.
- გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2021 წლის 14-15 სექტემბერი.
შენიშვნა: ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში. კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2021 წლის 21 სექტემბრისა.
კონკურსის ჩატარების ფორმა და ეტაპები
- კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია.
- კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადებების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება (შესაძლებელია ელექტრონული ფორმატით ჩატარება).
- საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კანდიდატთა შერჩევისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წერითი დავალება ან ტესტური შეფასების მეთოდი.
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
- განაცხადის ფორმა (ჩამოტვირთეთ დანართი )
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
- დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
- გამოქვეყნებული 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს;
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
- ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტებისა (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა);
- ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის შესახებ;
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომელთა შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არა უმეტეს 2 გვერდისა);
- ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).