ცხადდება ვაკანსია კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლისა და აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე

ცხადდება ვაკანსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლისა და აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე

კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ac.ge – 2021 წლის 24 მარტიდან 2021 წლის 7 აპრილის  ჩათვლით.

საბუთების გადარჩევის დღე –  2021 წლის 12-13 აპრილი.

გასაუბრების ჩატარების დღე –  2021 წლის 19-20 აპრილი.

შენიშვნა:  ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში. კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2021 წლის  27 აპრილისა.

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

  • განცხადების ფორმა
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
  • გამოქვეყნებული 1 ან 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტებისა (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა);
  • ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის შესახებ;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომელთა შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არა უმეტეს 2 გვერდისა);
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები (კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი)

 თანამდებობრივი სარგო:  750  ლარი

ადგილების რაოდენობა:  1

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

 სამუშაოს აღწერა:

  • ძველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის მომზადება;
  • კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული კვლევები;
  • პალიმფსესტებზე მუშაობა;
  • ძველი აღთქმის წიგნებზე მუშაობა.

 მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ძვ. ქართული ენის ცოდნა;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია:

  • ძვ. ბერძნული. ებრაული, სომხური ენების ცოდნა;
  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

უცხო ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები (აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი)

თანამდებობრივი სარგო: 850 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

  • აღმოსავლურ და ქართულ  ხელნაწერთა აღწერილობა და შესწავლა;
  • ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევები;
  • ბიბლიური ტექსტების კვლევა.

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ერთ-ერთი აღმოსავლური (ოსმალური/არაბული/სპარსული/სომხური) ენის ცოდნა;
  • ხელნაწერთა აღწერა-კატალოგიზაციის, კვლევისა და პუბლიკაციის გამოცდილება;
  • სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელობის ან მათში მონაწილეობის გამოცდილება;

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში/პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;

  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია:

  • ძვ. ქართული ენის ცოდნა;

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word.

უცხო ენები:

ერთ-ერთი ევროპული ენა.