2020 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადებების მიღება დასრულდა

დასრულდა VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში “ქართული ხელნაწერი” მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება. წელს შემოვიდა 80-ზე მეტი სააპლიკაციო ფორმა მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.

სკოლის სამეცნიერო კომიტეტმა განიხილა მიღებული განაცხადები წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით – კანდიდატის სამეცნიერო პროფილი, სკოლაში მონაწილეობის მოტივაცია, კანდიდატის პრეზენტაციის თემის აქტუალობა, რელევანტურობა სკოლის თემატიკასთან, სიახლე, კონტექსტი, სკოლის დასრულების შემდეგ კონტაქტების გაგრძელების პერსპექტივა.

შედეგად შეირჩა პროექტით გათვალისწინებული 12 მონაწილე: რვა უცხოელი და ოთხი – საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენელი.

შერჩეულ კანდიდატებს ეცნობათ დადგენილ ვადებში – 2020 წლის 27 თებერვალს.

 

პროექტი  – VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ – ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის ნომერი MG-ISE-19-203).