86. ნათია მიროტაძე, სოტბის აუქციონზე გაყიდული ქართული ხელნაწერის ერთი ფურცლის რაობისათვის- 17 იანვარი 2013
Posted at h
in
2012 წლის 12 ივლისს ლონდონში, სოტბის აუქციონზე, გამოიტანეს 60 სხვადასხვაენოვანი ხელნაწერის ფრაგმენტისაგან შემდგარი კოლექცია, სახელწოდებით: დამწერლობის ისტორია _ 60 მნიშვნელოვანი ხელნაწერი ფურცელი მარტინ შოენის კოლექციიდან (თჰე Hისტორყ ოფ შცრიპტ: შიხტყ Iმპორტანტ Mანუსცრიპტ Lეავეს ფრომ ტჰე შცჰøყენ ჩოლლეცტიონ). ამ ფრაგმენტთა შორის არის ქართული ხელნაწერის მე-11 საუკუნით დათარიღებული ნუსხურით ნაწერი ერთი ფურცელიც (MMს 1955). ის 4 375 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა (მყიდველი უცნობია).
მოხსენებაში ვისაუბრებთ ტექსტის რაობაზე, ასევე წარმოვადგენთ ფრაგმენტის პალეოგრაფიულ და ენობრივ ორთოგრაფიულ თავისებურებებს.