ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- განცახდებების გადარჩევა
- გასაუბრება
საბუთების მიღება დაიწყება 26 მარტიდან და გაგრძელდება 8 აპრილის ჩათვლით. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ცენტრის საქმისწარმოების სამსახურში, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ №1/3
გასაუბრება ჩატარდება 15-16 აპრილს, 14:00 საათზე
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020 წლის 27 აპრილისა.
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ
ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საკონკურსო განაცხადის ფორმა
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით).
დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ
არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
გამოქვეყნებული 1 ან 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის
უნარს;
ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტებისა (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა);
ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის შესახებ;
ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომელთა შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე
უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არა უმეტეს 2 გვერდისა);
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც ცალკეული მიმართულების (კოდიკოლოგია-
ტექსტოლოგია, წყაროთმცოდნეობა-დიპლომატიკა, არქივმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ბიბლიოგრაფია-ლექსიკოლოგია), ასევე, ზოგადად,
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას. (აღნიშნული კონცეფციის წარმოდგენის
ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის
დასაკავებლად);
ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად
წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).