გამოცემები
გამოცემები
სათაური: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი III სქელი ყდით
ავტორი: მზექალა შანიძე, ნარგიზა გოგუაძე, ზურაბ სარჯველაძე
რედაქტორი: ნარგიზა გოგუაძე
გამოცემის თარიღი: 2014
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა: 394
ISBN: 99940-117-07 სიმფონია-ლექსიკონი, საერთო
ISBN: 978-9941-9356-0-2 სიმფონია-ლექსიკონი,III ნაკვეთი
„ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ სიმფონია-ლექსიკონი მომზადდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ნაშრომი მოიცავს 1963-1971 წლებში გამოცემული „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ ოთხი ტომის მასალას. „სიმფონია-ლექსიკონი“ შედგენილია ქართულ ლექსიკოლოგიაში მიღებული პრინციპების გათვალისწინებით: სახელები დალაგებულია ბრუნვათა რიგისა და რიცხვის მიხედვით, ზმნა – მწკრივის, პირისა და რიცხვის მიხედვით; მითითებულია პირთა რაოდენობა, გვარი, ქცევა. მოცემულია სალექსიკონო ერთეულთა ძირები; მოცულობის სიდიდის გამო ნაცვალსახელები და უდეტრები მხოლოდ რამდენიმე ნიმუშითაა წარმოდგენილი.
„სიმფონია-ლექსიკონი“ გამოდის ნაკვეთებად.