გამოცემები
გამოცემები
სათაური: Georgian Manuscript V-XIX
ავტორი: შეადგინეს მაია კარანაძემ, ლელა შათირიშვილმა, ნესტან ჩხიკვაძემ, თამარ აბულაძის მონაწილეობით
რედაქტორი: ნესტან ჩხიკვაძე
გამოცემის თარიღი: 2014
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა: 188 გვერდი
ISBN: 978-9941-9415-1-1
გამოცემა წარმოადგენს ქართული ხელნაწერი წიგნის ისტორიის შემაჯამებელ პირველ გამოცემას. ალბომი დაყოფილია 5 მონაკვეთად, რომელთაგან თითოეული ეხება ხელნაწერი წიგნის განვითარების ქრონოლოგიურ ზღვრებს და წერილობითი კულტურის ისტორიაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების თანამონაწილეობის განსხვავებულ მოტივებს, წიგნის შემეცნებით-საგანმანათლებლო და მხატვრულ-დეკორატიული ასპექტების განვითარების ეტაპებს. თითოეულ მონაკვეთს ახლავს ზოგადი შინაარსის საინფორმაციო ტექსტი 200-მდე ეგზემპლარის ამსახველი ვიზუალური მასალისა და ანოტაციების თანხლებით. გამოცემაში წარმოდგენილია V-XIX საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნების ის ეგზემპლარები, რომლებიც დაცულია როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში (A, H, S, Q), ასევე სინის მთისა და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავებში და რომელთა ფოტოასლების გამოყენების უფლებასაც ფლობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ალბომში შესული ადიშის ოთხთავის მხატვრული ასლი შესრულებულია ავტორთა მიერ შედგენილი აღწერილობისა და მითითებების საფუძველზე.ალბომი შედგება ოთხი თავისაგან. მასში თავმოყრილ მასალას ახლავს ზოგადი შინაარსის საინფორმაციო ტექსტი და სათანადო ფოტონიმუშები ანოტაციების თანხლებით. ერთვის ძირითადი ბიბლიოგრაფია. ალბომი გამიზნულია ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის. წიგნი ითარგმნა და 2014 წელს გამოიცა ინგლისურ ენაზეც.
Ths album pesents the 5 th-19 th cc. georgian manuscript books preserved in the founds of the National Centre of manuscripts and photocopies of Georgian collections abroad (mount sinai, the greek patriarchate in jerusalim) the right of whose use is owned by the National Centre of Manuscript. The artistic copy of the Adishi Four Gospels, entered in the collection, is executed on the basis of hte description and unstructions of the authors. All these manuscripts graphically reflect the historu of the origin and development of book as a cultural-historical phenomen.