ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებები მიიღება ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2025 წლის 31 მარტიდან 2025 წლის 11 აპრილის  ჩათვლით.

დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.

საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2025 წლის 14-15 აპრილი.

გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2025 წლის 16-17 აპრილი.

კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2025 წლის  25 აპრილისა.

თანამდებობის დასახელება: აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

თანამდებობრივი სარგო: 1241.00  ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:

  • სპარსულ და ქართულ ხელნაწერთა კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევა;
  • სპარსული და ქართული ხელნაწერების აღწერილობაზე მუშაობა (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის ფონდები);
  • სპარსული და ქართული ტექსტების სამეცნიერო გამოცემების მომზადება;
  • ფილოლოგიური კვლევები;
  • ქართულ-სპარსული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების კვლევა.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები- დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ძვ. ქართული და სპარსული ენების ცოდნა;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2  სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა;
  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

Powerpoint

უცხო ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა.

 

თანამდებობის დასახელება: კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი

თანამდებობრივი სარგო:  1093.00  ლარი

ადგილების რაოდენობა:  1

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:

  • ძველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის მომზადება;
  • კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული კვლევები;
  • პალიმფსესტებზე მუშაობა;
  • ძველი აღთქმის წიგნებზე მუშაობა.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ძვ. ქართული ენის ცოდნა;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია:

  • ძვ. ბერძნული. ებრაული, სომხური ენების ცოდნა;
  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

უცხო ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  • განცხადება 
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
  • გამოქვეყნებული 1 ან 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტებისა (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა, ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
  • ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის შესახებ (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომელთა შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არა უმეტეს 2 გვერდისა);
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).