ღონისძიება ბოლნისში
საქართველოს საპატრიარქოს, ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მიწვევით კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს წმ. ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულის 400 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ეფრემი და ეპარქიის სასულიერო პირები, აგრეთვე ბოლნისის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.
შეხვედრა გახსნა დეკანოზმა კონსტანტინე კობახიძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საჯარო ლექცია თემაზე: „ისტორიული წყაროები და ქართული ხელნაწერები“, წაიკითხა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსმა მეცნიერმა თეა ქართველიშვილმა, ჩაატარა ლექცია თემაზე: „ცნობები ქეთევან წამებულის შესახებ“.
ღონისძიების დასასრულს, ზაზა აბაშიძემ ბოლნისის სკოლებს საჩუქრად გადასცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები.