ილია ჭავჭავაძე
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან წარმოდგენილი საარქივო მასალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გამოფენას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ეწვია, მან საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დოკუმენტები მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ილია ჭავაჭავაძის პირადი არქივი, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ბიოგრაფიული მასალა, პუბლიცისტიკა, პირადი ჩანაწერები, უბის წიგნაკები, ახლობლებთან თუ ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან გაგზავნილი წერილები.
გამოფენა 14 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება