“ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” – ზუგდიდი

ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა სამეცნიერო ფესტივალი “ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის”, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ფესტივალი ჩატარდა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები, მათ შორის კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

ცენტრმა საზოგადოებას წარუდგინა სხვადასხვა სახალისო აქტივობა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობის პროცესს. აღედგინათ და შეესწავლათ ფურცლის რესტრავრირების ტექნოლოგია. სტუმრები ასევე ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროგრამაში „დაბეჭდე შენი დედაენა“. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება „დედაენის“ 1920 წლის გამოცემის სტამბური კლიშეები, ამ კლიშეების საფუძველზე მომზადებული რეკვიზიტების გამოყენებით დამთვალიერებლებმა თავად „დაბეჭდეს“ დედაენის რამდენიმე გვერდი. ასევე გამოიფინა ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერი მემკვიდრეობის ამსახველი ფოტობანერები.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ მკვლევარ-მეცნიერთა პოპულარიზაციას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარებასა და სტუდენტთა მეცნიერებით დაინტერესებას