პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანისა და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების ვიზიტი
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან ერთად ეწვია. სტუმრებმა ცენტრის უძველეს ხელნაწერთა საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს და იქ დაცული მემკვიდრეობის გამორჩეულ ნიმუშებს გაეცნენ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ნინო წილოსანს ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განსაკუთრებული ინტერესი ცენტრის ახალი შენობის პროექტმა გამოიწვია. ზაზა აბაშიძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ცენტრის მხარდაჭერისთვის.