საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშეს ვიზიტი
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე მეჰდი საადათ ნეჟადი, რომელიც გაეცნო ცენტრის ისლამური ხელნაწერების კოლექციას და შეხვედრა გამართა ცენტრის დირექტორ ზაზა აბაშიძესთან. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, ხელნაწერების კვლევის, კატალოგიზაციისა და რესტავრაციის მიმართულებით. ასევე, ცენტრსა და ირანის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ახალი მემორანდუმის გაფორმების საკითხი.