ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – 66
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 66 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ცენტრში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია.
ქართული მწერლობის, ისტორიისა და კულტურის ფილოლოგიურ-კოდიკოლოგიური, არქივთმცოდნეობითი, წყაროთმცოდნეობით-ისტორიული კვლევების შედეგების შესახებ მოხსენებები წაიკითხეს ცენტრის სხვადასხვა თაობის წამყვანმა მეცნიერებმა: ლელა შათირიშვილმა, ეკა დუღაშვილმა, ნათია მიროტაძემ, ნათია დუნდუამ, ვლადიმერ კეკელიამ, ქეთი ხითარიშვილმა, დარეჯან გოგაშვილმა, თემო ჯოჯუამ, თეა ქართველიშვილმა, ნუგზარ პაპუაშვილმა.