„საბუნებისმეტყველო (ქიმიურ-ტექნოლოგიური და მინერალოგიურ-გემოლოგიური) ცოდნა საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ და აღმოსავლურ ხელნაწერებში“ – შოთა
ბერლინში, მაქს პლანკის მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტში, გაიმართა სამეცნიერო სემინარი – „საბუნებისმეტყველო (ქიმიურ-ტექნოლოგიური და მინერალოგიურ-გემოლოგიური) ცოდნა საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ და აღმოსავლურ ხელნაწერებში“ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში (საგრანტო ხელშეკრულება FR-21-620)
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მაქს პლანკის ინსტიტუტთან აქტიურად თანამშრომლობს 2018 წლიდან (დაწესებულებებს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში). აღნიშნული სემინარი მოეწყო ინსტიტუტის დირექტორის, პროექტის სამეცნიერო კონსულტანტის დაგმარ შეფერისა და პროექტის კოორდინატორის ირინა გოგონაიას ორგანიზებით.
წარდგენილი იყო რამდენიმე პრეზენტაცია:
1. დოქტ. ირინა გოგონაია, „ქიმიური შინაარსის ქართული ხელნაწერები საქართველოს სიძვლეთსაცავებში (ქრონოლოგია, ტიპოლოგია, ზოგიერთი გამორჩეული ხელნაწერი)“;
1.2. დოქტ. ირინა გოგონაია, დოქტ. ია ახვლედიანი, „ვახტანგ მეექვსის „ფერადი მინები“ და ევროპული ბაროკოს ეპოქის ძვირფასი ქვების იმიტაციები (სამეცნიერო ცოდნის და კულტურის ტრანსფერი ქრისტიანულ დასავლეთსა და მუსლიმურ აღმოსავლეთს შორის მე-18 ს-ის ქართულ ხელნაწერში – ვახტანგ მეექვსის „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის“ );
2. დოქტ. თამარ აბულაძე, დოქტ. ლიანა სამყურაშვილი, „სპარსული და არაბული ქიმიური და მინერალოგიური შინაარსის ხელნაწერები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებიდან“.
მოხსნებები მოიცავდა ქართულ, სპარსულ და არაბულ ხელნაწერებში დაცულ მრავალფეროვან მასალას – ცალკეულ თხზულებებს, ენციკლოპედიებს, კრებულებს, ლექსიკონებს, რეცეპტებს საქართველოს სიძველეთსაცავების კოლექციებიდან; მათი ტექსტობრივი კვლევის შედეგებს, შეფასებას მეცნიერების დარგებისა და, ზოგადად, კულტურის ისტორიის თვალსაზრისით.
მაქს პლანკის მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტის ვებგვერდის ბმული: