კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ისლამოლოგიის ფრანგულ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ისლამოლოგიის ფრანგულ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანუდმს ხელი მოაწერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და ისლამოლოგიის ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კაემ.
ღონისძიებას ესწრებოდა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი შერაზ გასრი, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ამ ორი სამეცნიერო ინსტიტუციის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მემორანდუმის მიზანია, ისლამოლოგიის კვლევების ფარგლებში, კულტურის, მეცნიერებისა და პედაგოგიკის მიმართულებით თანამშრომლობა, იმ მეგობრული ურთიერთობების საფუძველზე, რომელიც ტრადიციულად აკავშირებს საფრანგეთსა და საქართველოს; ასევე, მხარეები შეთანხმდენენ რომ განავითარებენ სამეცნიერო კავშირებს ისლამოლოგიური კვლევების შედეგების გაზიარების მიზნით, ითანამშრომლებენ ცენტრში დაცული არაბული, სპარსული და ოსმალური ხელნაწერების აღწერილობის შექმნისა და კვლევების განხორციელების მიმართულებით.