კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი გამოფენა „ოქროს საწმისი – ქართული ხელოვნება“ გაიხსნა
კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი გამოფენა „ოქროს საწმისი – ქართული ხელოვნება“ გაიხსნა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
სამუზეუმო სივრცეში წარმოდგენილია მე-10-მე-19 სს-ების ქართული ხელნაწერი წიგნები, ფრაგმენტები და ისტორიული დოკუმენტები ცენტრის კოლექციებიდან: „იოვანეს გამოცხადების“ ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, პალიმფსესტური ფრაგმენტები, მათ შორის მინიატურების შემცველი, „ქართლის ცხოვრებისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, დავით გურამიშვილისა და სულხან-საბა ორბელიანის ავტოგრაფები, ავალიშვილის „მოგზაურობა“, ვახტანგ მეექვსისა და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებების შემცველი ხელნაწერები; ასევე, ისტორიული დოკუმენტები – ვანის ქვაბთა განგების ფრაგმენტი, სვიმონ პირველის, როსტომ მეფის, არჩილის, ერეკლე მეორის, სოლომონ მეორის მიერ გაცემული საბუთები.
მნიშნველოვანია, რომ გამოფენის ფარგლებში დაიბეჭდა ესეებისა დაკატალოგის შემცველი ილუსტრირებული, მრავალდარგოვანი კრებული (სამეცნიერო რედაქტორი მიროსლავ პიოტრ კრუკი), რომლის თანაავტორები არიან ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის მეცნიერები. კრებულში შესულია სტატიები: თამარ აბულაძე – „შუასაუკუნეების ქართული ხელნაწერიმემკვიდრეობა“, თეიმურაზ ჯოჯუა „ქართული ალფაბეტის ფენომენი“) თეიმურაზ ჯოჯუა და მიროსლავ კრუკი – პრინც ჩარტორიისკის ბიბლიოთეკის ხელნაწერები და მათი კვლევა
გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.