საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის მაქთიმყულის ენის, ლიტერატურისა და ეროვნული ხელნაწერების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის მაქთიმყულის ენის, ლიტერატურისა და ეროვნული ხელნაწერების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის მაქთიმყულის ენის, ლიტერატურისა და ეროვნული ხელნაწერების ინსტიტუტის დირექტორმა დაუთ ორაზსაჰედოვმა.

მემორანდუმი გულისხმობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით სამეცნიერო პროექტების, კვლევების, სამეცნიერო შეხვედრების, სემინარების ერთობლივ განხორციელებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დოვლეტმირატ სეითმამმედოვი, თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ალაბერდი აშიროვი, თურქმენეთის ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი რაჰიმ ხოჯამირადოვი.

ხელმოწერის ცერემონიის შემდგომ სტუმრებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები.