ცხადდება ვაკანსია

ცხადდება ვაკანსია არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი  მეცნიერი თანამშრომლისა და აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრმლის თანამდებობაზე

საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2024 წლის 20 მაისიდან 2024 წლის 7 ივნისის ჩათვლით.
  2.  დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
  3. საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 11-12 ივნისი;
  4. გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვრა 2024 წლის 17-18 ივნისი.

შენიშვნა:  საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.

  1. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის  24 ივნისისა.

თანამდებობის დასახელება:

აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

 

თანამდებობრივი სარგო: 1131.00  ლარი

ადგილების რაოდენობა:  1

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:

  • ძველ სომხურ და ქართულ ხელნაწერთა კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევა;
  • სომხური და ქართული ხელნაწერების აღწერილობაზე მუშაობა (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის ფონდები);
  • ძველი სომხური და ქართული ტექსტების სამეცნიერო გამოცემების მომზადება;
  • ფილოლოგიური კვლევები;
  • ქართულ-სომხური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების კვლევა.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები- დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ძვ. ქართული და ძვ. სომხური ენების ცოდნა;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2  სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა;
  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

Powerpoint

უცხო ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა.

თანამდებობის დასახელება:     

არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი

დამსაქმებელი:  სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო: 1131.00 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

საარქივო დოკუმენტების კვლევა/დამუშავება, საარქივო დოკუმენტების გამოსაცემად მომზადება; არქივის დამუშავება და აღწერილობის გამოსაცემად მომზადება.

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებები- დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება არქივთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • არქივის დამუშავების სტანდარტის ცოდნა;
  • საარქივო დოკუმენტებზე მუშაობის-შესწავლა/პუბლიკაციის, გამოცდილება;
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობის განყოფილების სამომავლო განვითარების ხედვა
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2  სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა

კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • განცხადება (ჩამოტვირთეთ)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • გამოქვეყნებული  ორი  სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)