„არსენ იყალთოელის „დოგმატიკონი“ და მისი შესწავლა-გამოცემის მნიშვნელობა“
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი. მოხსენება „არსენ იყალთოელის „დოგმატიკონი“ და მისი შესწავლა-გამოცემის მნიშვნელობა“ წაიკითხა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა მაია რაფავამ.
სემინარზე სიტყვით გამოვიდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მზია სურგულაძე. მათ მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ მოხსენებას და ხაზი გაუსვეს „დოგმატიკონის“ ტექსტზე შემდგომი მუშაობის აუცილებლობას და აგრეთვე მისი გამოცემის მიზანშეწონილობას.
მიტროპოლიტმა შიომ და ზაზა აბაშიძემ ისაუბრეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიურ ცენტრებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, კერძოდ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებული დოკუმენტური წყაროების ერთობლივ გამოცემაზე.
სემინარს დაესწრნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადსამღვდელო დანიელი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირები.
სტუმრებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა საცავი