ცხადდება ვაკანსია სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების უფროსის – მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე

საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2024 წლის 27 მარტიდან 2024 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
  2. ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
  3. საბუთების გადარჩევის დღე –  2024 წლის 11-12 აპრილი.
  4. გასაუბრების ჩატარების დღე –  2024 წლის 16-17 აპრილი.

შენიშვნა:  სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.

  1. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 25 აპრილისა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 თანამდებობრივი სარგო:  1461.00 ლარი

ადგილების რაოდენობა:  1

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:            

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ანალიზი და ორგანიზება;

ცენტრის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის შეჯამება;

სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია.

სამეცნიერო და საგამომცემლო პროექტების კოორდინაცია და სისტემატიზაცია.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:  დოქტორი ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება: სამეცნიერო-კვლევითი  საქმიანობის  არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:                 

  • გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 6 წლის განმავლობაში, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  • 2 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი.
  • სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელობის/მათში მონაწილეობის გამოცდილება;
  • სამეცნიერო საორგანიზაციო საქმიანობის გამოცდილება.

 

სასურველია:                                                         

  • სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის გამოცდილება.
  • სამეცნიერო წარმომადგენლობით ორგანო(ებ)ში მუშაობის გამოცდილება.

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

 

უცხო ენები:    

ერთ-ერთი უცხო ენა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • განცხადება
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
  • გამოქვეყნებული 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა);
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი;
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი სამი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა);
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც კონკრეტული მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას;
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).