ცხადდება კონკურსი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
ცხადდება ვაკანსია აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე
საკონკურსო განაცხადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2024 წლის 6 მარტიდან 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
- საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2024 წლის 25-26 მარტი;
- გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2024 წლის 28-29 მარტი;
შენიშვნა: საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 5 აპრილისა.
კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- განცხადება (ჩამოტვირთეთ)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
- დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- გამოქვეყნებული 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
თანამდებობრივი სარგო: 996.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- აღმოსავლურ და სომხურ ხელნაწერთა აღწერილობა და შესწავლა;
- ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევები.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- აღმოსავლური (ოსმალური/არაბული/სპარსული) ენების, ძველი და ახალი სომხური ენის ცოდნა;
- ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
- ძვ. ქართული ენის ცოდნა;
- სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.