ცხადდება ვაკანსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
- კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2023 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 12 იანვრის ჩათვლით.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
- საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2024 წლის 16-17 იანვარი;
- გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2024 წლის 22-23 იანვარი.
შენიშვნა: საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 29 იანვრისა.
კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- განცხადება (ფორმა)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
- დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- გამოქვეყნებული 1 ან 2 (ვაკანსიის შესაბამისად) სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი შემდეგ თანამდებობებზე:
თანამდებობის დასახელება:
აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1030.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ძველ სომხურ და ქართულ ხელნაწერთა კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევა;
- სომხური და ქართული ხელნაწერების აღწერილობაზე მუშაობა (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის ფონდები);
- ძველი სომხური და ქართული ტექსტების სამეცნიერო გამოცემების მომზადება;
- ფილოლოგიური კვლევები;
- ქართულ-სომხური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების კვლევა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები- დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ძვ. ქართული და ძვ. სომხური ენების ცოდნა;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
- სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
Powerpoint
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება:
კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1030.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ძველ ქართულ ხელნაწერთა კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევა;
- ქართული ხელნაწერების აღწერილობაზე მუშაობა (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის ფონდები);
- ძველი ქართული ტექსტების სამეცნიერო გამოცემების მომზადება;
- ფილოლოგიური კვლევები;
- ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების კვლევა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებები-დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
ძვ. ქართული ენის ცოდნა
ძვ. ბერძნული/ ძვ. სომხური/ ებრაული ენის ცოდნა;
ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა / ხელნძღვანელობა;
ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word | |
Powerpoint |
ენები
ერთ-ერთი უცხო ენა
თანამდებობის დასახელება:
კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 907.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 3
სამუშაოს ტიპი:სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ძველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის მომზადება;
- კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევები;
- ფილოლოგიური კვლევები.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ძვ. ქართული ენის ცოდნა;
- ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
- ძვ. ბერძნული ენის ცოდნა;
- სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება:
კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 453.50 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ძველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის მომზადება;
- კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევები;
- ფილოლოგიური კვლევები.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ძვ. ქართული ენის ცოდნა;
- ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
- ძვ. ბერძნული ენის ცოდნა;
- სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა
თანამდებობის დასახელება:
წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1030.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 5
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ისტორიული დოკუმენტების კატალოგების მომზადება;
- ისტორიული დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა, ბაზაში მუშაობა, მოდელირება და მართვა;
- საქართველოს ისტორიის წყაროების: ნარატიული, დოკუმენტური და ეპიგრაფიკული ტექსტების გამოცემების მომზადება – ტექსტი, ბიბლიოგრაფია, კომენტარი, საძიებელი;
- საქართველოს ისტორიის საკითხების კვლევა;
- საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხების კვლევა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები-დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- შუა საუკუნეების ქართულ საისტორიო წყაროებზე – დოკუმენტურ, ეპიგრაფიკულ ან ნარატიულ ტექსტებზე – მუშაობის, მათიწყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული შესწავლის, სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების გამოცდილება;
- სპეციალური მომზადება საისტორიო დისციპლინებში (ქართული ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ფილიგრანოლოგია, სფრაგისტიკა);
- ძვ. ქართული ენის ცოდნა.
- უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია; საკუთარი ინტერესების სფეროდან 2 სამეცნიერო ნაშრომის ქსეროასლი ან მონოგრაფია.
- საგრანტო პროექტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა.
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word, Powerpoint
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება:
წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 907.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ისტორიულ საბუთთა ელექტრონული კატალოგების მომზადება;
- საკატალოგე ერთეულების დამუშავება-საკლასიფიკაციო კლასის განსაზღვრა, ქრონოლოგიური, არქეოგრაფიული და ბიბლიოგრაფიული პარამეტრების მოდელირება და მართვა;
- ისტორიული დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შევსება-მართვა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებები-მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ქართული ისტორიული წყაროს ტექსტებზე პალეოგრაფიული და ტექსტოლოლოგიური მუშაობის, მისი დანიშნულების, ჟანრობრივი კუთვნილებისა და იურიდიული რაობის განსაზღვრის გამოცდილება.
- სპეციალური მომზადება სპეციალურ საისტორიო დისციპლინებში (ქართული ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ფილიგრანოლოგია, სფრაგისტიკა).
- ძვ. ქართული ენის ცოდნა.
- ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სია და საკუთარი ინტერესების სფეროდან 1 სამეცნიერო ნაშრომის ქსეროასლი ან მონოგრაფია.
სასურველია:
- საგრანტო პროექტში/ებში მონაწილეობა.
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება:
ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 907.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ქართული საერო და სასულიერო მინიატურის შესწავლა (IX-XIX სს);
- მხატვრულად გაფორმებულ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, კატალოგიზაცია (IX-XIX სს);
- მხატვრულად გაფორმებული საერო და სასულიერო ქართული ხელნაწერების და თანადროული ქართული და უცხოური სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ურთიერთმიმართების საკითხების კვლევა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებები-მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
- საგრანტო პროექტში/ებში მონაწილეობა.
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება:
არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1030.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
საარქივო დოკუმენტების კვლევა/დამუშავება, საარქივო დოკუმენტების გამოსაცემად მომზადება; არქივის დამუშავება და აღწერილობის გამოსაცემად მომზადება.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებები-დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება არქივთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- არქივის დამუშავების სტანდარტის ცოდნა
- საარქივო დოკუმენტებზე მუშაობის-შესწავლა/პუბლიკაციის, გამოცდილება
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
- სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა / ხელმძღვანელობა;
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word | |
ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა
|
თანამდებობის დასახელება:
არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 907.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 3
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ქართული და უცხოენოვანი საარქივო დოკუმენტების კვლევა-დამუშავება, გამოსაცემად მომზადება.
- აღწერილობის გამოსაცემად მომზადება,
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები-მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: არქივთან მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- არქივის დამუშავების სტანდარტის ცოდნა;
- საარქივო დოკუმენტებზე მუშაობის შესწავლა-პუბლიკაციის გამოცდილება.
- ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
- სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა / ხელმძღვანელობა;
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება:
ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 907.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ფონდების აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
- მასალის მიმოქცევის ამსახველი დავთრებისა და მონაცემთა ბაზის წარმოება;
- ახალი მასალის მიღება და შესაბამისი საქმისწარმოება;
- სამკითხველო დარბაზის მოთხოვნების უზრუნველყოფა;
- საგანმანათლებლო, საგამომცემლო, საგამოფენო, მასმედიის პროექტების ტექნიკური უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
- სარესტავრაციო და დიგიტალური პროექტების ოპტიმიზაცია და ხელშეწყობა;
- საფონდო მასალის დაცულობის, თემატური დაჯგუფების, საძიებო მეთოდიკის გამარტივებისა თუ აღწერილობათა სისტების ოპტიმიზციისთვის საჭირო ელექტონული ბაზების წარმოება;
- სამეცნიერო აქტივობები, სამეცნიერო პუბლიკაცია.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ბოლო 3 წლის მანძილზე გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
- სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა / ხელმძღვანელობა;
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
- Microsoft Office Word
- Microsoft Office Access
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება:
რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის (განყოფილება) მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 907.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 5
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- არსებულ სფეროში სამეცნიერო სამუშაოს წარმოება – ხელნაწერი წიგნის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების დიაგნოსტიკა და კვლევა ( საწერი მასალის – ეტრატის, ფურცლის, მელნის, ლუქების და სხვ.);
- ხელნაწერების, საარქივო მასალის, ისტორიული დოკუმენტებისა და საბიბლიოთეკო ფონდის ერთეულების კონსერვაცია-რესტავრაცია;
- ფონდების მდგომარეობის მონიტორინგი;
- პრევენციული კონსერვაციის წარმოება კოლექციების დაცვის მიზნით .
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: რესტავრაცია-კონსერვაციის დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ბოლო 3 წლის მანძილზე გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
- სარესტავრაციო პროექტების ჩამონათვალი;
- სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.