ლევილის ქართული პანთეონი (პოლიტიკურ მოღვაწეთა საფლავები)
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა წიგნი „ლევილის ქართული პანთეონი (პოლიტიკურ მოღვაწეთა საფლავები)“. წიგნში შესულია საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, ბატონ ოთარ პატარიძის მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა ფოტოები. ფოტოალბომი გამოსაცემად მოამზადა, ბიოგრაფიები და ანოტაციები დაურთო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა შორენა მურუსიძემ.
წიგნის წარდგენა გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში. ღონისძიება გახსნა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს: ოთარ პატარიძემ, პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ, პროფესორმა პაატა ნაცვლიშვილმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა შორენა მურუსიძემ.
გამოცემას ასევე დართული აქვს ოთარ პატარიძის მიერ შედგენილი სასაფლაოს სქემა.